თელავის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ლევან მრელაშვილი დაინიშნა
როგორც knews.ge-ს მრელაშვილმა განუცხადა, უახლოეს მომავალში თელავის ყველა საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და დირექტორებთან პერმანენტულ შეხვედრებს დაიწყებს და ადგილზე გაეცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს.
„ვაპირებ, რომ სკოლებში მივიდე, დირექტორებსა და მასწავლებლებს შევხვდე. 10 წლის განმავლობაში სკოლის დირექტორი ვიყავი და ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა. აუცილებლად უნდა ვნახო მატერიალურ-ქენიკური ბაზა. როგორ შეიძლება დავეხმაროთ სკოლებს, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. შეხვედრა მქონთან ქალაქის მერთან და თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. ისინი დახმარებას დამპირდნენ“, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.
ლევან მრელაშვილი თელავის თემის საკრებულოს წევრია. ის 10 წლის განმავლობაში თელავის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 2013 წელს მრელაშვილმა საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანური, რაც ლია ბაზიერაშვილი გაათავისუფლეს. Knews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, რომ ბაზიერაშვილის გათასვისუფლეს მიზეზი გახდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინსპექტირების დროს სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტები. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად ლია ბაზიერაშვილი, რომელიც სამინისტრომ კონკურსის შედეგად შეარჩია, 2013 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა.