პოლიციამ თელავში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონში ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული ვ. გ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტიცებად ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიების წინასწარ ეტაპზე იკვეთება ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოებები, რაც შესაძლოა მკვლელობის ჩადენის მიზეზი გამხდარიყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.