უჯარმასთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის 7 წლის ბავშვია
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ჯეო-ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ალექსანდრე სართანია აცხადებს, ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება. ერთი პაციენტის ოპერაცია კი უკვე დასრულდა და იგი თბილისში გადაყვანას საჭიროებს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით კი, გარდაცვლილთა ასაკი 7-13-17-30-37 წელია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილითა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.