თელავში ქალთა პოლიტიკური აქტივობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თელავის გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელის მაია მამულაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ქალების დიდი რაოდენობა ნიშნავს დემოკრატიული პროცესებისა და ეკონომიკურ წინსვლას ქვეყანაში, სოციალურ სამართლიანობას საზოგადოებაში.
,,აქციის მიზანია, მხარი დაუჭიროს პარლამენტში ქალთა მონაწილეობას. ჩვენ თელავის ცენტრში აგრარულ ბაზარში, გავმართეთ აქცია და მივაწოდეთ მოსახლეობას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეტი ქალი უნდა იყოს აქტიური და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ იყოს პარლამენტში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში”,- განუცხადა Knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.
თელაველები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, დღეს პარტიები უფრო მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი არიან ქალებზე გამოცდილი, რაც არასწორია.
,,ჩემი აზრით, მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში და ისინი უნდა სარგებლობდნენ იმ უფლებით, რითიც მამაკაცები. დღეს პარტიები უფრო მეტ უპირატესობას კაცებს ანიჭებენ და ამიტომ არის ქალების რიცხვი დაბალი პარლამენტშიც. ეს ამომრჩევლების ბრალიც არის, რადგან მათ უჭერენ მხარს. ამბობენ, რომ მამაკაცები ძლიერები არიან. ჩემი აზრით, ბევრ რამეში ქალი შეიძლება ძლიერი იყოს, ვიდრე მამაკაცი. მე მხარს დავუჭერ ქალების გააქტიურებას პოლიტიკაში”, -განუცხადა Knews.ge-ს თელაველმა ფატი ლუარსაბიშვილმა.
საინფორმაციო აქცია პროექტის „ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლტიკაში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება ბრიტანული ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით.
პროექტი „ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პლიტიკაში“ ხორციელდება ბრიტანული ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით.