ლაგოდეხში ბიო მარწყვის პირველი მოსავალი მიიღეს
როგორც ფერმერი გიორგი დარეჯანაშვილი knews.ge-სთან აცხადებს, ესპანური ჯიშის მარწყვის სათბური მან საკუთარი ფინანსური სახსრებით ააშენა. ,,მარწყვის პირველ მოსავალს უკვე ველოდებით, ხილის კრეფას რამდენიმე დღეში დავიწყებთ. პირველ ეტაპზე ველოდებით ხილის მცირე რაოდენობას, შემდეგ ეტაპობრივად მოიმატებს მისი რაოდენობა. მარწყვის კრეფის პერიოდი დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. ჩვეულებრივი ჯიშის მარწყვისაგან განსხვავდება ფორმით, ზომით, ვიზუალით და რაც მთავარია, უძლებს ტრანსპორტირებას. ხილს გააჩნია მსხმოიარობა მთელი წლის მანძილზე,” – აცხადებს knews.ge-სთან გიორგი დარეჯანაშვილი.
ფერმერისვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კილოგრამი მარწყვის ფასი 15-დან 20 ლარამდე იქნება. ,,მარწყვის ღირებულებას ბაზარი არეგულირებს. ეკოლოგიურად სუფთა ხილი გაიყიდება სხვადასხვა მაღაზიებსა და სუპერმაკეტებში, მათ შორის თბილისში”, – აცხადებს დარეჯანაშვილი.
ფერმერი მარწყვის სათბურის გაფართოებას მომავალ წელს გეგმავს. ამ ეტპაზე სათბური 300 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული.