კახეთის გუბერნატორი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა
შეხვედრაზე დუბრავკა სიმონოვიჩი გაეცნო კახეთის რეგიონში ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებულ მდგომარეობას.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ბუბუნაური ესწრებოდა.
სიმონოვიჩი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. მან 2016 წლის ივნისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა წარადგინოს.