თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი უცნობია. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილები თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ერთ-ერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა დს მის სიცოცხლეს საფართხე ემუქრება.
შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლმა შორენა ჯახუამ knews.ge-ს განუცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლთ, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდარს შსს-ს თელავის რაიონული სამმართველო იძიებს და თვითმხილველების დაკითხვას აწარმოებს.