დედოფლისწყაროში „სოციალური კარადა“ გაიხსნა
,,პროექტი „სოციალური კარადა“, ლოზუნგით – „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არა აიღეთ“ განხორციელდა ახალგაზრდული საკრებულოს ეგიდით. ჩვენ მოვიტანეთ საჭირო ნივთები, პირველადი მოხმარების საგნები, ტანსაცმელი. მოსახლეობას ვთხოვთ, რომ იაქტიურონ და ერთად დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს. სიკეთე გადამდებია და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი აქციები კარგ იდეებს დაბადებს და შევძლებთ, ხვალინდელი დღე უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე დღევანდელი,“ – განაცხადა knews.ge-სთან ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.