5 თებერვალს ქალაქ წნორს ენერგომომარაგება შეუწყდება
კახეთის ენერგოდისტრიბუციის ცნობით, 5 თებერვალს ელექტროენერგია10-11სთ-ზე შეეზღუდება ქალაქ წნორის საავადმყოფო, ქედლის და ბროწლიანის დასახლება; 11-12 სთ-ზე – სოფელ საქობოს; 12-13 სთ-ზე – სოფელ ბოდბისხევის ნაწილსა და ქვ. მაჩხაანს. დღის პირველიდან ორ საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება ქალაქ წნორის ზედა ნაწილს და სოფელ ბოდბისხევის ნაწილს ; 14-15 სთ-ზე – ქალაქ წნორს; 15-16 სთ-ზე – სოფლებს- მაშნაარს, ვაქირსა და ანაგას. უწყებაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგების მიწოდება აღდგება.