ახალი ამბები

,,ახმეტაში პოლიციამ ასლან და უმარ ტოხოსაშვილებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”

მისი ინფორმაციით, პოლიციელებმა ტოხოსაშვილებს უსაფუძვლოდ, ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ დააკავეს.
,,ახმეტაში გაჩერებულ მანქანასთან მივიდნენ პოლიციელები და ჯარიმის გამოწერას შეუდგნენ. მიზეზად უთხრეს, ღვედის გარეშე მოძრაობდითო წეღან. ურთიერთშლაპარაკების მერე დაუკავებიათ ორივე, დაუჯარიმებიათ და უცემიათ კიდეც. ადგილი ჰქონდა, ეთნიკური ნიშნით გინებას და სხვადასხვა შურაცმყოფელ ქმედებებს. დაზარალებული არიან მამა შვილი, ასლან და უმარ ტოხოსაშვილები”,- წერს სოციალურ ქსელში შენგელი ტოხოსაშვილი.
როგორც Knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პოლიციელების მხრიდან აღნიშნულ პირებზე ძალადობას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მათი თქმით, აღნიშნული პირები პოლიციას არ დაემორჩილნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,ეს პირები მართლაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდებოდნენ. მიუხედავას იმისა, რომ სამართალდამცავებმა მიუთითეს ამაზე, მამა-შვილმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შესაბამისად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისმხობს. სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და მოსამართლემ თითოეული პირი 250 ლარით დააჯარიმა. პოლიციელების მხრიდან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია”,- განუცხადა knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ.