ახალი ამბები

კახეთში ინტერნეტმიწოდება აღდგა

 დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ინტერნეტ პორტალ  knews.ge-ს განახლება, რისთვისაც რედაქცია ერთგულ მკითხველს ბოდიშს უხდის. 

ჩვენი ინფორმაციით, ინტერნეტის შეფერხების მიზეზი გურჯაანის ტერიტორიაზე მაგისტრალური კაბელის დაზიანება გახდა, რომელიც ინტერნეტს რეგიონის ყველა წერტილს აწვდის. შემთხვევა 13 საათზე მოხდა. ინტერნეტ მიწოდება მომხმარებლის 90%-ს შეეზუდა. როგორც knews.ge -ს მომხმარებლებმა აცნობეს, დღის განმავლობაში შეუძლებელი იყო როგორც  მობილური ოპერატორებიდან წვდომა, ასევე საკაბელო მოხმარებაც.

 „სილქნეტის“ ადგილობრივ ოფისში კომენტარს არ აკეთებენ, თუ რამ გამოიწვია შეზღუდვა და რამდენ ხანში აღდგება მომსახურება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პროვაიდერების ტექნიკური ბრიგადები პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. 

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მომსახურება აღდგა.