ახალი ამბები

გომბორზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

knews.ge-ს ინფორმაციით, ოჯახი თელავიდან თბილისში მიემგზავრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა და საგზაო შემთხვევის შედეგად ოჯახის დიასახლისი ადგილზე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში არიან მოათავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
,,გომბორზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”, – აცხადებს Knews.ge–სთან შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლი შორენა ჯახუა.