ახალი ამბები

ქალაქ თელავში საუბნო და ბუნებრივი წყლები 3-ჯერ შემოწმდება

პლატონ კალმახელიძის უწყების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს წყლის შემოწმებას.
,,ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს საუბნო და ბუნებრივი წყლები ლაბორატორიულად შემოწმდება სამჯერ, რისთვისაც 6 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. იმის გამო, რომ წინა წლებში არ ხორციელდებოდა მსგავსი სამუშაოები, წელს გადავწყვიტეთ პირველ ეტაპზე სამჯერ შემოწმდეს. რაც შეეხება იმას, საკმარისია თუ არა ეს, ამას პრაქტიკა გვიჩვენებს. თუ ლაბორატორიული შემოწმების დროს წყალი სუფთა აღმოჩნდა, მაშინ სამჯერ შემოწმებაც შეიძლება ბევრი იყოს. ეს გვიჩვენებს, როგორ უნდა დავგეგმოთ მომავალი წელი ამ კუთხით. წყლის სათავე ნაგებობები კი მუდმივად მოწმდება, კონტროლის ქვეშ არის და იფილტრება’’,-განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.