ახალი ამბები

თელავის მერია სოციალური მიმართულებით 800 ათას ლარს დახარჯავს

აღნიშნული მიმართულებაზე თანხა 75 800 ლარით გაიზრდა და ჯამში 800 ათასი ლარი შეადგინა.  ქალაქის მერის პლატონ კალმახელიძის განმარტებით, გაზრდილი თანხა იგივე სოციალური პროგრამებს მოხმარდება, რაც გასულ წელს დაინერგა. 
,,აღნიშნული თანხა იმ სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის დაიხარჯება, რაც შარშან დავნერგეთ. წლევანდელ ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით 11%-იანი ზრდა გვაქვს, რათა ეს პროგრამები წარმატებით განვახორციელოთ. მაგალითად, სათბობი შეშით მომარაგების პროგრამაში გავზარდეთ თანხა. გაიზარდა უმწეოთა და უპოვართა სახლში ბენეფიციარების კვების თანხაც. ასევე, თანხა გამოყოფილია ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამაზე, მრავალშვილიან ოჯახებსა და სხვა მიმართულებებზე”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.