ახალი ამბები

თელავში გზაჯვარედინის მოწყობაზე 38 ათასი ლარი დაიხარჯა

თელავში გზაჯვარედინის მოწყობაზე 38 ათასი ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც 2015 წლის დეკემბრიდან დაიწყო, ,,მშენებელი 2009″ ასრულებდა.
,,თელავში კიდევ ერთ ყველაზე საკვანძო გზაჯვარედინზე მოძრაობა შუქნიშნებით და ე.წ. წრიული მოძრაობით დარეგულირდა. თელავში შუქნიშნებით საგზაო მოძრაობა უკვე მოწესრიგდა ორ გზაჯვარედინზე: დავით აღმაშენებლის, კავკასიონის გამზირისა და ვარდოშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩისა და ალაზნის გამზირის გადაკვეთაზე.”, – განუცხადა knews.ge-ს ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ.