ახალი ამბები

სირიაში პანკისის ხეობიდან წასული ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები სირიაში ერთი წლის წავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ოჯახის წევრებმა ახალგაზრდების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წუხელ, გვიან ღამით, ადგილობრივებისგან შეიტყვეს. 
ადგილობრივები ასევე ადასტურებენ, რომ ახალგაზრდები ისლამურ სახელმწიფოში საბრძოლველად იყვნენ წასულები, თუმცა რა ვითარებაში გარდაიცვალნენ, მათთვის უცნობია. პანკისის ხეობიდან ისლამურ სახელმწიფოში საბრძოლველად წასული 17-მდე მებრძოლია დაღუპული.