ახალი ამბები

ქალაქ თელავის განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო

ქალაქის განვითარების მთავარ დოკუმენტზე გერმანიიდან ჩამოსული პროფესორებისა და მაგისტრანტებისაგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს. სამუშაო ფორმატში უკვე  გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ. 

თელავის მერიის მოწვევით გასული წლის ბოლოს ნუტენბერგის უნივერსიტეტის 4 პროფესორი და 10 მაგისტრანტი 3 დღის განმავლობაში სწავლობდა ქალაქის შესაძლებლობებს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების მიზნით.

 ნუტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, ალფრედ რუთერ მელისის განცხადებით, თელავს განვითარების რეალური შესაძლებლობა აქვს. მისი თქმით, გეგმის დამუშავებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები უკვე მოიძიეს.
,,რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ თელავის სამოქმედო და განვითარების გეგმისშემუშავებაპირველ ეტაპზე ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია მოვიძიეთ,რომ სამუშაოები დაგვეწყოსწორედ ამ შედეგების შესახებ ვისაუბრეთშეხვედრაზე,’’- განაცხადა ალფრედ რუთერ მელისმა.
ქალაქ თელავის ვიცე მერის განცხადებით, მდგრადი განვითარების გეგმის დამუშავების პროცესში მერიის ყველა სამსახურის თანამშრომელი აქტიურად არის ჩართული. თენგიზ მთვარელიშვილის განმარტებით, აღნიშნული გეგმა ქალაქს შემდგომი წინსვლისა და განვითარების რეალურ შესაძლებობას მისცემს.
,,გერმანელმა მეგობრებმა საკმაოდ რთული სამუშაოები გაწიეს იმისთვისრომმოამზადონ ქალაქის განვითარების გეგმაამ პროცესში ჩვენი სამსახურებიცსრულად არიან ჩართულებიეს არის დიდი საქმის დასაწყისი და ჩვენთვისისტორიული ნაბიჯირადგან ამით საფუძველს ვუქმნით თელავის განვითარებისგეგმის დამუშავებასრომელიც მას მისცემს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისშანსსაღნიშნულ გეგმაში ასახული იქნება ჩვენი ხედვები თუ როგორ ვხედავთქალაქის განვითარების შესაძლებლობებს მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში’’-განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთარელიშვილმა.