ახალი ამბები

თელავში თვითმმართველობის საქმიანობას მონიტორინგს ,,საქართველოს განვითარების ფონდი” გაუწევს

ჯგუფის კოორდინატორის ნოდარ ეჟიშვილის ინფორმაციით, გარდა თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგისა, ფონდის მიზანია ადგილობრივების სამოქალაქო გააქტიურების გაზრდა.
,,ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დროულად მოხდა ფონდის დაფუძნება, რომელიც ბევრ სასიკეთო საქმეს მოემსახურება. რაც შეეხება თელავის ოფისის გეგმებს, ჩვენი ჯგუფი აქტიურად გაუწევს მონიტორინგს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას. ასევე, ვაპირებთ თელავში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობას. ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, სადაც საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული. ასევე, ხელს შევუწყობთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ვიმუშავებთ მათთან ერთად არსებული პრობლემების მოგვარებაზე. თელავის ოფისმა დაიწყო ფუნქციონირება და მზად ვართ, მივიღოთ ჩვენს გუნდში ყველა ვისაც სურს, რომ ჩვენთან ერთად აკეთოს კარგი საქმე”,-განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ ეჟიშვილმა.