ახალი ამბები

ტალანტ-შოუს ,,ნიჭერის” ფინალისტი ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძე გახდა

ბარბარა სამხარაძე 15 წლისაა და სოფელ აფენის #1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ბარბარას ერთი ჩვეულებრივი დღე სკოლაში სიარულითა და დედისთვის საოჯახო საქმეებში დახმარებით შემოიფარგლება. მან, ,,ნიჭერში” მონაწილეობის მიღება მეგობრების რჩევით გადაწყვიტა.
,,ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ სიმღერა საუბარზე ადრე დავიწყე. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ძალიან თბილ კომენტარებს მიწერენ, რაც ძალიან მახარებს.  ,,ნიჭიერში” მონაწილეობის მიღება მეგობრებმა და ახლობლებმა მაიძულეს რადგან სოფელში ვცხოვრობ და სიმღერით ვერაფერს მივაღწევდი აქ”, – აცხადებს ,,knews.ge”-სთან ბარბარა სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ ბარბარა სამხარაძე ,,ნიჭერის” ჟიურის რჩეული პირველივე ტურში გახდა. გოგონა პირველი მონაწილე იყო, რომელზეც ჟიურის წევრმა ოქროს ღილაკი გამოიყენა.