ახალი ამბები

ლაგოდეხის მთებში დაკარგული ახალგაზრდების დაკავება არ დასტურდება

როგორც ცნობილია, მონადირეები კაბალის ხეობიდან გაუჩინარდნენ. მათი ძებნის ღონისძიებაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფი იყო ჩართული.

,,ჯერ არ არის დადასტურებული, რომ დაღესტანში სამი ქართველი მართლაც დაკავებულია. ამ დროისთვის მოწმდება, არიან თუ არა დაკავებულები ქართველები. იმის დადასტურებით თქმა, რომ დაკავებულები არიან, არ შემიძლია, რადგან ამ ეტაპზე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. დღის განმავლობაში სურათი, ალბათ, უფრო გამოიკვეთება”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურა აბაშიძე.