ახალი ამბები

დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება

წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ. წირვის შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და შობის დღესასწაულს მიულოცავს. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.