ახალი ამბები

თელავში მომხდარი მკვლელობის გამო ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

“თელავში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ერთი ქალბატონი არის ძალიან მძიმედ. პატრულის თანამშრომელი, ერთ-ერთი ჩვენი საუკეთესო თანამოქალაქე, არის გარდაცვლილი. მოსახლეობას, რომელსაც სურდა საახალწლო ღონისძიებებზე დასწრება, მინდა ვაცნობო, რომ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილებით ქალაქში დაგეგმილი არც ერთი საახალწლო ღონისძიება არ ჩატარდება”, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ თელავში მკვლელობა მოხდა. Knews.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ დაახლოებით დღის 2 საათზე თელავის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ეზოში 19 წლის ბიჭი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს, გელა ლამაზოშვილს. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილი მაია ბიძინაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19,109-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.