ახალი ამბები

ქალაქ თელავს განვითარების გეგმა ექნება

თელავის მერიის მოწვევით ნუტენბერგის უნივერსიტეტის 4 პროფესორი და 10 მაგისტრანტი 3 დღის განმავლობაში სწავლობდა ქალაქის შესაძლებლობებს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების მიზნით.
გეგმის დამუშავების ფარგლებში თელავში გაიმართა პირველი, სადაც მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტებმა გაწეული სამუშაოების შედეგების პრეზენტაცია გამართეს. ნუტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, ალფრედ რუთერ მელისის განცხადებით, თელავს განვითარების რეალური შესაძლებლობა აქვს. მისი თქმით, გეგმის დამუშავებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები უკვე მოიძიეს.
,,რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ თელავის სამოქმედო და განვითარების გეგმის შემუშავება. პირველ ეტაპზე ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია მოვიძიეთ, რომ სამუშაოები დაგვეწყო. სწორედ ამ შედეგების შესახებ ვისაუბრეთ შეხვედრაზე,’’- განაცხადა ალფრედ რუთერ მელისმა.
ქალაქ თელავის ვიცე მერის განცხადებით, მდგრადი განვითარების გეგმის დამუშავების პროცესში მერიის ყველა სამსახურის თანამშრომელი აქტიურად არის ჩართული. თენგიზ მთვარელიშვილის განმარტებით, აღნიშნული გეგმა ქალაქს შემდგომი წინსვლისა და განვითარების რეალურ შესაძლებობას მისცემს.
,,გერმანელმა მეგობრებმა საკმაოდ რთული სამუშაოები გაწიეს იმისთვის, რომ მოამზადონ ქალაქის განვითარების გეგმა. ამ პროცესში ჩვენი სამსახურებიც სრულად არიან ჩართულები. ეს არის დიდი საქმის დასაწყისი და ჩვენთვის ისტორიული ნაბიჯი, რადგან ამით საფუძველს ვუქმნით თელავის განვითარების გეგმის დამუშავებას, რომელიც მას მისცემს შემდგომი წინსვლისა და განვითარების შანსს. აღნიშნულ გეგმაში ასახული იქნება ჩვენი ხედვები თუ როგორ ვხედავთ ქალაქის განვითარების შესაძლებლობებს მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში’’- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთარელიშვილმა.