ახალი ამბები

გომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორც knews.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ქალბატონი გზაზე გადადიოდა რა დროსაც მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ში ქალბატონის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
,,გამოძიება სამართლის კოდექსის 276 მუხლის 5-ე პუნქტით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,’‘- განუცხადა Knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ.