ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყებული ზარალი აუნაზღაურდებათ
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერის ლევან მაღრაძის განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ფერმერებისთვის ზარალის ანაზღაურების პროცესიც.
,,წყალდიდობის შედეგად, სოფელ შილდას მკვიდრს, ალექსი შალოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა 82,820 ლარის მოსავალი. სადაზღვევო კომპანია ‘’ირაომ’’ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 68,876.75 ლარი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამაში“ 2014 წლის 16 ოქტომბერს ჩაერთო და 11.62 ჰა ფართობზე ვაზის ნაკვეთი დააზღვია. ბენეფიციარის მიერ გადახდილი იქნა 697 ლარი, ხოლო სააგენტომ განახორციელა 11,155.20 ლარის სუბსიდია”, – აცხადებს მაღრაძე.
მოსახლეობას კი, ვისაც ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა, სადაზღვევო კომპანიები ზარალს არ აუნაზღაურებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ვერც სახელმწიფო აუნაზღაურებს მევენახეებს ზარალს.
,,ზარალს დაზღვევა აანაზღაურებს. სახელმწიფომ ყოველწლიურ ბიუჯეტში აგროდაზღვევისთვის გაითვალისწინა 10 მილიონი ლარი, რომლის მნიშვნელოვანი წილი სუბსიდირებას ხმარდება. იმის მიუხედავად, ადამიანი დააზღვევს თუ არა მოსავალს, მაინც მიიღებს კომპენსაციას ასეთ დაზღვევას რა აზრი აქვს? ვისაც არ დაუზღვევია მოსავალი, ვურჩევ, დროულად დააზღვიოს. ჩვენ 60%-მდე ვასუბსიდირებთ დაზღვევას“, – აღნიშნავს ოთარ დანელია.
შეგახსენებთ, რომ „აგროდაზღვევის პროგრამაში“ კახეთის რეგიონში 4 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას.