ახალი ამბები

ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია კახეთში გაიმართება

გადაწყვეტილება ოფიციალურად ლონდონში გამართული საერთაშორისო გამოფენაზე ცნობილი გახდა ცნობილი. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანის თალებ რიფაიმის განცხადებით, ღვინის ტურიზმი მოთხოვნის დივერსიფიკაციის უდიდესი შესაძლებლობებით წარმოადგენს მზარდ სეგმენტს და საქართველო არის ქვეყანა ათასწლოვანი ტრადიციებით, სადაც შესანიშნავი ღვინო მომზადდა. 
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში პირველად იმართება ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენცია. ამ კონფერენციის შესახებ განცხადება ჩვენ სწორედ ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე გავაკეთეთ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენა. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც დიდი ალბათობით ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. ეს არის ქვეყანა ათასწლოვანი ტრადიციებით, სადაც შესანიშნავი ღვინო მომზადდა”, – განაცხადა თალებ რაფაიმ. 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართული ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ასევე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. 
2015 წლის სექტემბრიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ პროექტი გასტრონომიის ქსელი წარადგინა. პროექტის მიზანია გასტრონომიული ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცოდნის გაზიარება. საქართველოს ღვინის კულტურასთან აკავშირებს რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი. არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას – “Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს.