ახალი ამბები

მერიამ თელავის საპატიო მოქალაქის წოდება 6 პირს მიანიჭა

თელავის მერის პლატონ კალმახელიძის გადაწყვეტილებით, რეჟისორ რობერტ სტურუას, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ ვალერიან ელანიძეს, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონებს ლელა ჯავახიშვილსა და ბელა ხოტენაშვილს, მსოფლიო ბანკის რეგიონალური პროექტების გენერალური მენეჯერს აჰმედ აივედას და მუსიკის დირიჟორს გივი მუნჯიშვილს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. პლატონ კალმახელიძის უწყებაში აცხადებენ, რომ თელავის საპატიო მოქალაქეები მერიაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეარჩია. 
„მათ ეს წოდება მიიღეს საკუთარი მოღვაწეობისა და თელავის წინაშე დამასახურებისათვის. რობერტ სტურუამ ეპოქა შექ,მნა ქართულ თეატრში და გაუთქვა სახელი მთელს მსოფლიოში ქართულ სასცენო ხელოვნებას, იგი არის თელავის თეატრის კონსულტანტი და მისმა ნამუშევარმა „ვინ გატეხა ქოთანი?“ დიდი აღიარება და პროფესიული ჯილდოები მოუტანა თელავის თეატრს. ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა 2015 წელს ქალთა ხუთეულის შემადგენლობაში პირველად ქართული ჭადრაკის ისტორიაში გუნდურ ასპარეზობაში მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ვალერიან ელანიძემ შექმნა და თაობებს უტოვებს შესანიშნავ გამოკვლევას – ბიოგრაფიულ წიგნს მეფე ერეკლე მეორეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. გივი მუნჯიშვილი არის გამოჩენილი მუსიკოსი და დირიჟორი, პედაგოგი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კლასიკური მუსიკის განვითარებაში, მოღვაწეობდა ოპერის თეატრში, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საგუნდო კაპელას და დღემდე კონსერვატორიის დამსახურებული პედაგოგია. აჰმედ აივეიდა კი არის მსოფლიო ბანკის რეგიონალური პროექტების გენერალური მენეჯერი, რომელის ძალისხმევითაც არაერთი წარმატებული სარებილიტაციო პროექტი განახორციელა თელავში თელავის ხევი, ბატონის ციხე, ძველი ტელავის ისტორიული შენობები და კვლავაც აგრძელებს ამ მიმართულებით ნაყოფიერ საქმიანობას“,- განუცხადა knews.ge-ს მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

რობერტ სტურუა

 

ჭადრკაში მსოფლიო ჩემოიონი ლელა ჯავახიშვილი

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერიან ელანიძე

მსოფლიო ბანკის მსოფლიო ბანკის რეგიონალური პროექტების გენერალური მენეჯერი აჰმედ აივედა

 

მუსიკის დირიჟორი გივი მუნჯიშვილი