ახალი ამბები

საია საგარეჯოს 4 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია N2, N13, N45 და N47 საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვს. საიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული უბნების მონაცემების მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება გაცემული ბიულეტენების რაოდენობას. 
“საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს კენჭისყრის პროცესში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე. როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, საჭიროა შედეგების გაუქმება და საარჩევნო ბიულეტენების თავიდან გადათვლა”, – განუცხადა knews.ge-ს საიას საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა ლელა ტალიურმა. 
ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილს, რომელიც კენჭს იყრიდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”, არჩევნები 559 ხმით მოუგო. 
49+1 უბნის მონაცემებით, ხიდაშელს მხარი დაუჭირა 7540-მა ამომრჩეველმა , რაც 49.5 %-ს შეადგენს. ამომრჩეველთა 45,83 %-მა (6981 ხმა) კი ხმა მისცა ირმა ინაშვილს. თამარ ხიდაშელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა იორმუღანლოს თემში, საგარეჯოს დანარჩენ სოფლებში კი ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ირმა ინაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.