თელავში მხატვრულმა ტანმოვარჯიშეებმა საჩვენებელი გამოსვლა გამართეს
თელავში 10-დან 15 წლამდე გოგონებმა მხატვრულ ტანვარჯიშში საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. ღონისძიება ჩატარდა თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში. ტანმოვარჯიშეებმა ნელი სალაძის სახელობის თასის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს. 16-22 სექტემბერს საქართველოს გარდა ტურნირში, ასევე, მონაწილეობდა აზერბაიჯანის, ლატვიის, უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის ორმოცამდე მხატვრული ტანმოვარჯიშეც.
“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თელაველ ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, ნახონ მხატვრული ტანვარჯიში და გაუჩნდეთ სურვილი, დაკავდნენ სპორტის ამ სახეობით. ამგვარი ღონისძიებების ერთ-ერთი მიზანია ტანვარჯიშის პოპულარიზაცია”, – განუცხადა Knews.ge-ს ნელი სალაძემ.
სპორტის ამ სახეობაში სალაძე შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში.
იხილეთ ფოტო რეპორტაჟი