თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ორი დღე ჩაიკეტება
„გაწმენდითი სამუშაოები ეხლაც მიმდინარეობს, მაგრამ სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. შანსი არაა, რომ დღეს გზა გაიხსნას. გზის ეს მონაკვეთი ალბათ ორ დღეში გაიხსნება“, – განუცხადა Knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა.
გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა სატელეფონო ანძები, რის გამო თუშეთის სოფლებთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც გაწმენდითი სამუშოების დასრულებისთანავე ჩაერთვება პროცესში და შეისწავლის ვითარებას.
ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, “თუშეთობის დღესასწაულის ჩატარებაც გადაიდო და 22-23 აგვისტოს აღარ გაიმართება.