კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა ვენახები 100%-ით გაანადგურა
ქარიშხალმა სოფლებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები, რომელმაც ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალური მაგისტრალი ჩახერგა. მეწყერი ჩამოწვა ახმეტაშიც. მიწის ჩამოშლის შედეგად ომალო-ლეჩურის დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა.
knews.ge-ს ინფორმაციით, სტიქიამ საზამთროს ბაღებიც დააზიანა. ამ დროისათვის სტიქიის ზონებში მუშაობს საგანგებო სიტუაციათა სამსახური. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა კი უცნობია.