პოლიციელის დაჭრაში 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ფიგურირებს
ეს ინფორმაცია Knews.ge-ს პაჩოშვილის მეზობლებმა მიაწოდეს. “ამ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს სმენასთან დაკავსირებით. ის ვერც ლაპარაკობს. ძალიან ცოდოა. პოლიცია თავად მისმა დედამ გამოიძახა”, – განუცხადეს Knews.ge-ს ელიზბარ პაჩოშვილის მეზობლებმა. შსს-ს ინფორმაციით, დღეს საღამოს ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, სოფელ ზემო ალვანში, ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. ახალგაზრდა მამაკაცმა ელიზბარ პაჩოშვილმა შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცველი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის თელავის საავადმოყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. პოლიციელებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.