თელავში საზაფხულო ღონისძიებები დაიწყო
,,თელავის მერიის კულტურის ცენტრი და გასართობ-დასასვენებელი პარკი ,,ნადიკვარის” ორგანიზებით, ქალაქში დღეიდან დაიწყო საზაფხულო ღონისძიებები. გაგაცნობთ მიმდინარე კვირის განრიგს. დღეს, 20:00 საათზე, უკვე გაიმართა მულტფილმი ბავშვებისთვის დიდ ეკრანზე, ხოლო 21:00 საათზე ფილმის ჩვენებაც იყო. 12 აგვისტოს ღონისძიება დაიწყება 19:00 საათზე. ნადიკვარის პარკში გაიმართება ახალგაზრდა თელაველი მხატვრების გამოფენა, 20:00 საათზე კი პოეზიის საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პაპა და სოსო მიქელაძე.
14 აგვისტოს კი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები გამართავენ კონცერტს.
აღნიშნულ საღამოებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მომღერლები და შემსრულებლები. იქნება როგორც ფოლკლორული, ასევე ჯაზის, როკის, ალტერნატიული მუსიკის, კლასიკური მუსიკის, ქალაქური სიმღერების საღამოები. ჩვენი ღონისძიებები გათვლილია ყველა ასაკის ადამიანზე”, – განუცხადა Knews.ge-ს ზაქარია რაზმაძემ.