ქართული ღვინოები მსოფლიოს 13 საუკეთესო ნარინჯისფერ ღვინოს შორის დასახელდა
ბრიტანული გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზე კომპანია „თბილღვინოს“ ქვევრის ღვინო დასახელდა. ნარინჯისფერმა ღვინომ სახელწოდება ფერის და არა – შემადგენლობის გამო მიიღო.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ M&S ბაზარზე შევიდა საშუალოფასიანი ქართული ღვინით, რომელიც 9 ფუნტი ღირს M&S-ის ონლაინ მაღაზიაში. თუმცა, ამ ეტაპისთვის მარაგის ამოწურვის გამო M&S-ის ონლაინ მაღაზიაში „თბილღვინოს“ ქვევრის ღვინო აღარ იყიდება.
Independent-ის ინფორმაციით, რამაზ ნიკოლაძის „ცოლიკაურის“ შეძენა 21 ფუნტად არის შესაძლებელი.
რეიტინგის შედგენისას ღვინოების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო როგორც ღვინის ხარისხი, ასევე მისი საუკეთესო ფასი. რეიტინგის დანარჩენ ადგილებს იტალიური, ესპანური, ავსტრიული და ავსტრალიური ღვინოები იკავებს, მათ შორის Cos Pithos Bianco, Serragghia Bianco Zibibbo, Foradori Fontanasanta Nosiola, Ageno La Stoppa და Dinavolino Bianco.