ახალი ამბები

სოფელ ზემო ქედში ხანძარმა 1 ჰექტრამდე ვენახი გაანადგურა

ადგილობრივებმა ქიზიყი. ge-ს განუცხადეს, რომ ამ დრომდე დაუდგენელია რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა. 
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი გავრცელების საფრთხე საცხოვრებელ სახლებს, ვენახებსა და სათავსოებს ემუქრებოდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა და ცეცხლის კერა რამდენიმე წუთში ჩააქრო.