აბიტურიენტთა 36,2% ფიზიკის გამოცდაში ჩაიჭრა
გამოცდების ეროვნულ ცენტრში Knews.ge-ს განუცხადეს, რომ ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 76, თუმცა ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდა 74, რომელიც მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო. ფიზიკის გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 502 აბიტურიენტი, თუმცა გამოცდაზე 484 მათგანი გამოცხადდა.
ერთიანი როვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 27 ივლისიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით დაიწყო. გამოცდის შედეგების მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაჩი გვენეტაძე მოხვდა ხუთ ქველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს შორის, რომელმაც მაქსიამლური 80 ქულიდან 79 მიიღო.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები აბიტურიენტი, თამარ გელდიაშვილი კი 13 ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს შორისაა, რომელმაც ზოგადი უნარების გამოცდაში 78 ქულა დააფიქსირა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით ზოგადი უანრების გამოცდაში მაქსიამალური, 80 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო 79 ქულა დავით გვენეტაძის გარდა – სამმა. 78 ქულა კი 8 აბიტურიენტმა დააფიქსირა.