აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები კახეთში მოსახლეობას შეხვდებიან
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გელა სამხარაულის განმარტებით, კომიტეტი აგრძელებს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანსაც ადგილებზე სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს. ღონისძიება ორგანიზაცია “ოქსფამის” და სოფლის თემთა განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.