ზემო და ქვემო ალვანს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
„დღევანდელი მდგომარეობით, შემაერთებელი ხაზისა და სათავე ნაგებობის მხრივ ზემო ალვნის წყლის მომარაგების სისტემა მთლიანად მოწესრიგებულია. წყლის მიწოდება გაცილებით გაუმჯობესებულია. ჩვენი პრიორიტეტია წყალმომარაგება. ყველა თანხა, რომლის მობილიზებაც ხდება, მიმართულია წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.