ახალი ამბები

სოფელ ხირსაში ეკოტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს

ორგანიზაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მზია სუხიშვილთან ერთად, სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და ხირსაში ეკოტურიზმის კუთხით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. 
,,სიღნაღი ტურისტული ქალაქია და სოფლად ეკო ტურიზმის განვითარება მეტად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კუთხით მუშაობენ და თემით ინტერესდებიან. ჩვენ სურვილი გვაქვს და შევეცდებით, რომ ვიმუშავოთ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეკოტურიზმის განვითარებას ხელი შევუწყოთ”, -განაცხადა გამგებლის თანაშემწე მზია სუხიშვილმა.