ახალი ამბები

მარტოხელა პენსიონერები შეწყვეტილი დახმარების სანაცვლოდ კომპენსაციებსაც მიიღებენ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი პროგრამით, რომელიც მაისიდან დაიწყო, შესაძლებელი გახდა, მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებები უფრო ნათლად დაენახათ და გაეანალიზებინათ. 
“მე ვიცი, რომ სამთვიანი მონიტორიონგის შედეგად გამოვლინდა ყველა ის საკითხი, რაც შეცვლას და დახვეწას საჭიროებს. დღეს სწორედ იმ მარტოხელა პენსიონერებისთვის, რომლებიც პროგრამის მიღმა დარჩნენ, საარსებო შემწეობის აღდგენის საკითხს განვიხილავთ. უფრო მეტიც, ჩვენ მათ კომპენსაციის სახით, ავუნაზღაურებთ შესაბამის თანხას, რომელიც უნდა მიეღოთ იმ თვეების განმავლობაში, როდესაც შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 
პრემიერმა ამ საკითხის მომზადებისთვის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მადლობაც გადაუხადა. 
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მისი მთავრობის დროს შეფასების მეთოდოლოგია არაერთხელ გაუმჯობესდა და ჯანდაცვის სამინისტრომ მის დახვეწაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს.
“მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებისთვის დაკორექტირდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ეს აგვერიდებინა და 70 000 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე სოციალურდ დაუცველებისთვის სახელმწიფოს სრულად დაეფარა ტარიფის ზრდით გამოწვეული სხვაობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.