კახეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით კი – 24-ს.
ცენტრში განმარტავენ, რომ ვენტილატორი გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს არ აღემატება, ხოლო თუ 35 გრადუსზე მეტი სიცხე ფიქსირდება, ის ვერ მოხსნის სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს დიდი რაოდენობით სითხის მიღების რეკომენდაციასაც აძლევს.