ლაგოდეხში პენსიონერს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზეზი გახდა ის, რომ გელაშვილი მეზობელს ბანკიდან სესხის გამოტანის დროს თავდებში ჩაუდგა. თემურ გელაშვილი ამბობს, რომ მისი მეზობელი ვალს აღარ იხდის და ის იძულებულია, პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით მიმართოს: “ჩემი შემოსავლის წყარო იყო 300 ლარი, 200 ლარს სოცილაურ დახმარებას ვიღებდი და 100 ლარს – პენსიას. შემიწყვიტეს. ფაქტიურად მაგათ მშიერი, მწყურვალიც დამტოვეს და მათხოვრად მაქციეს. შემიჩერეს ეს ყველაფერი. მეზობელს ვუდგევარ თავდებად. მინდა, ეხლა საქმე აღვძრა პროკურატურაში, რომ ჩემი თანხა დავიბრუნო და რაც მთავარია მოვიხსნა თავდებობა”, – განუცხადა რადიო “ჰერეთს” თემურ გელაშვილმა.