თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 211 ბუნკერი შეიძინა
როგორც უწყებაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში ნაგვის ბუნკერები მუნციპალიტეტის ყველა სოფელში განთავსდება. გამგეობაში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში თვითმმართველი თემი დამატებით ორი თვითმცლელი ავტომანქანის შეძენასაც გეგმავს.
,,გარდა ბუნკერების სოფლებში განაწილებისა, ჩვენი ინიციატივით, უკანონო ნაგავსაყრელებიდან ნაგვის გატანა მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს “ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახური” ახორციელებს”,- აცხადებენ გამგეობაში.