ახალი ამბები

სოფელ მაღაროს წყაროზე ახალი ,,ნავი“ აშენდა

სოფელ მაღაროში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თენგიზ შაიშმელაშვილის განცხადებით, წყაროს დღეისათვის უკვე ორი წყალშემკრები აქვს. 
,,არსებული ,,ნავი“ 60 წლის წინ იყო გაკეთებული. იგი სიძველის გამო ვეღარ ასრულებდა თავის ფუნქციას. გარდა იმისა, რომ სამუშაოების შესრულებით სოფელი გალამაზდა, მაღაროელებს პრობლემა სხვა მხრივაც მოუგვარდათ. ორი ნავიდან ერთი პირუტყვისთვისაა განკუთვნილი. რაც ყველაზე მთავარია, შედეგით ხალხი კმაყოფილია,‘’ – განაცხადა თენგიზ შაიშმელაშვილმა.