ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
თვითმხილველების განცხადებით, “მერსედესის” მარკის ავტომობილი შეეჯახა “ნისან იქსტერას”. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ “ნისანის” მარკის ჯიპი გადაბრუნდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “ნისანი” გზის სავალი ნაწილიდან იყო გადასული, მანქანა გაჩერებული იყო და მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276 მუხლით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.