კახეთის 4 მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოვლინდა
უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამრღვევები მდინარე ალაზანსა და ბაისუბნის წყალზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით, ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ. ბრაკონიერებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები: ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე, დენის წყარო – ე.წ. აკუმულატორი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს უკვე გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.