სიღნაღში 5 ქუჩაზე ტერასული საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს
როგორც გამგეობაში აცხადებენ, გზის გასწვრივ არსებული ტერასული საყრდენი კედლების მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს.
,,ქალაქ სიღნაღში წმინდა გიორგის, ევდოშვილის, სარაჯიშვილის, კვერნაძის და მოსაშვილის ქუჩებზე, კედლები დანგრეული იყო და აღდენას აღარ ექვემდებარებოდა, ამიტომ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში 75 ათასი ლარი გამოიყო და ახალი კედლები შენდება. სამუშაოები წმინდა გიორგის ქუჩიდან დაიწყო. სექტემბრის თვეში მშენებლობა ხუთივე ქუჩაზე დასრულდება”,– აცხადებენ გამგეობაში.