თელავში ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირის მემორიალი გაიხსნა
ღონისძიებას, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და ზაქარია ახოშვილი ოჯახის წევრები. თელავის მერმა მემორიალის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს ზაქარია ახოშვილის მსგავსი გმირები და მათი სახელები მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს.
„ზაქრო არის ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის გმირი. აჩვენ ბევრი გვყავს ასეთი გმირი. ჩვენი ვალია, რომ მათით ვიამაყოთ, მუდამ გვახსოვდეს მათი სახელები და ჩვენს შთამომავლობას არ დავავიწყოთ და გავაცნოთ ეს ადამიანები“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, დღეიდან უამრავ ადამიანს ეცოდინება, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე სახლში, სადაც დღეს მემორიალი გაიხსნა, ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაღუპული ზაქარია ახოშვილი.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავაცოცხლეთ ჩვენი დღევანდელი გმირი, ბატონი ზაქარია იმით, რომ მისი სახლი იქნება ძალიან ცნობილი ადგილი, სადაც უკვე მისი მემორიალია განთავსებული. საზოგადოების ყველა წევრს ეცოდინება, რომ აქ ცხოვრობდა გმირი”,– განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
ზაქარია ახოშვილი 1993 წლის 10 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში რუსეთის რეგულარული ჯარების საზღვაო დესანტის მონაწილეობით განხორციელებული ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა. ტამიშში პოზიცია არ დატოვა და ბოლომდე იბრძოდა. მის სხეულზე 3 ათეული ჭრილობა დაფიქსირდა. 17 ივლისი ახოშვილის დაბადების დღეა.