სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ყვარელში ნატოს საზაფხულო სკოლა დახურა
ბაქრაძემ სემინარის მუშაობაში მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან სიტყვით მიმართა და ქვეყნისათვის ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ნატოს საზაფხულო სკოლა საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებითა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხადაჭერით განხორციელდა.
ღონისძიების მიზანს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს როლის განსაზღვრა და ამ კუთხით მიმდინარე პროცესებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.