თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესი სექტემბრამდე გაგრძელდება
თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 19 ბაღში ბავშვების რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს და წელს სკოლამდელი განათლების გარეშე არც ერთი აღსაზრდელი არ დარჩება.
,,სოფლებში რეგისტრაციის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ შექმნილა. ბაღის გარეთ არავინ არ დარჩება. რეგისტრაციის პროცესი ივლისის თვიდან დაიწყო და სექტემბრამდე გაგრძელდება, ასე რომ არავის ვადაში არ ვზღუდავთ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 19 ბაღია. სექტემბრიდან კი ბაღი ორ სოფელში, ნაფარეულსა და შალაურში გაიხსნება”, -განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, გიორგი კოჭლოშვილმა.